15 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
მომხრე ვარ, საკითხი შესწავლილი იყოს იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო ფორმატის მიღმა დარჩება რაიმე გამოსაკვლევი - სარჯველაძე საგამოძიებო კომისიაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, რაჭაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  საკითხის შესწავლა ნორმალურია, თუმცა აის გაკეთება სხვა ფორმატითაც შეიძლება. 

მიხეილ სარჯველაძე მომხრეა, საკითხი შესწავლილი იყოს იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო ფორმატის მიღმა დარჩება რაიმე გამოსაკვლევი.

"კითხვის დასმა და საკითხის შესწავლა ნორმალურია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ თვითმიზნად გამოცხადება, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ეს ცოტა საეჭვოდ და არასწორად გამოიყურება. ჯერ ვერ გარკვეულან არსებობს თუ არა საპარლამენტო ფორმატით ამის გარკვევა. იქნება დაიდოს მეცნიერებისგან დასკვნა, რომელიც ეჭვს აღარ აღძრავს - მაინც უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია? - მე ვფიქრობ არა. მე მომხრე ვარ, რომ საკითხი შესწავლილი იყოს იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო ფორმატის მიღმა დარჩება რაიმე გამოსაკვლევი. ეს არის ჩემი პოზიცია,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას "სტრატეგია აღმაშენებელიც" უერთდება. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია კომისიამ დაადგინოს რა მოხდა რაჭაში და იყო თუ არა რეაგირება ადეკვატური სახელმწიფოს მხრიდან.

დღის ამბები