ვფიქრობ, რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, ეს მხოლოდ პუტინის გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
ანდჟეი დუდას განმარტებით, ის უფრო მეტად შეშფოთებულია უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული საფრთხის გამო. მისი აზრით, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მეტად, გაცილებით დიდია ატომურ სადგურებზე აფეთქების საფრთხე.