15 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
"ოცნება" ოპოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მიზანმიმართულ დაზიანებაში და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

"ლელო" რიკოთის სარეაბილიტაციო პროექტის საერთაშორისო აუდიტს ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ სამუშაოები რამდენიმე მიმართულების დარღვევებით მიმდინარეობს.

ოპოზიციას "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ - მმართველი გუნდი ოპოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მიზანმიმართულ დაზიანებაში და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პროექტი ყველა სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს და ეს მასშტაბური პროექტი, რომლის დამფინანსებელიც საქართველოს ბიუჯეტის გარდა, მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი არიან, წინასწარი კვლევების საფუძველზე დაიგეგმა. "ოცნების" წარმომადგენლის განმარტებით, პროცესში ასევე ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, ამ პროცესში სრულიად გამჭვირვალე არის და შესაბამისად, სამუშაოებთან დაკავშირებით შეკითხვები არ უნდა ისმოდეს.

"[რიკოთის სარეაბილიტაციო პროექტი], რაზეც სპეკულირებს "ლელო" და ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები იმისთვის, რომ რაღაც თემა შექმნან და აწიონ, რომელიც ხელოვნურად მოგონილია. მათი ხედვები არის პირდაპირ პროპორციულად მიზანმიმართული, რომ ის პროცესები დააზიანოს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამ პროექტებში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა მსოფლიო ბანკის, აზიის საერთაშორისო განვითარების ბანკის, იბიარდის, და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების. არც ერთი ეს ფინანსური ინსტიტუტი არ განახორციელებს ინვესტირებას იმ პროექტებში, რომელშიც თუნდაც მცირეოდენი კითხვის ნიშანი დგას უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ, ყველა ის სტანდარტი, რომლითაც საერთაშორისო დონეზე კეთდება მსგავსი პროექტები, საქართველოს რეალობაში არის დაცული," - აცხადებს გივი მიქანაძე.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები