ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. მის განცხადებით, როდესაც ასეთი ვაჟკაცები იხოცებიან, ეს ქვეყნისთვის დიდი ტრაგედიაა.
მისი თქმით, შინდისის გმირების ქმედება, ისტორიული მაგალითია, რაზეც მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ.
"როდესაც ასეთი ვაჟკაცები იხოცებიან, ეს ქვეყნისთვის ტრაგედიაა, მითუმეტეს მტრის ხელით, მით უმეტეს ამ ვითარებაში, როდესაც აგრესიამ განაპირობა ტერიტორიების ოკუპაცია. ეს ბიჭები შეაკვდნენ, დატოვეს თავისი ოჯახები. მეორეს მხრივ, არის ვაჟკაცობის ზეობა, თავდადების, ისტორიული მაგალითია რაზეც უნდა გაიზარდოს მომავალი თაობა. ორმხრივი გრძნობით მოვდივართ ყველანი აქ. ვლოცულობთ ეკლესიაში, ვფიქრობთ, რომ უკეთესი მომავალი ექნება საქართველოს. ამ ბიჭებმა მუდმივად დაიმკვიდრეს ჩვენს ცხოვრებაში ადგილი და ჩვენს შვილებსაც მათი სახელები კარგად უნდა ვასწავლოთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.