15 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
ისტორია და აწმყოც შეაფასებს იმდროინდელი მხდალი მთავარსარდლის საქციელს, რომელმაც სამარცხვინო საქციელით, ვერტმფრენის ხმაზე გაქცეული მთავარსარდალი ანახა საქართველოს - ალუდა ღუდუშაური

პრემიერის განცხადების შესახებ, შინდისის ომის დროს მიხეილ სააკაშვილის საქციელთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში.

"მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ქვეყანას ძალიან დიდი სირცხვილი აჩვენა მაშინ, როდესაც ჩვენო გმირები იბრძოდნენ გმირულად, ჩვენ ვნახეთ სირცხვილის არნახული მაგალითი მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის მხრიდან,"- აღნიშნავს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია და ასევე აწმყოც შეაფასებს იმდროინდელი მხდალი მთავარსარდლის საქციელს, რომელმაც სამარცხვინო საქციელით, ვერტმფრენის ხმაზე გაქცეული მთავარსარდალი ანახა საქართველოს. ამის პარალელურად ეს გმირი ვაჟკაცები წერდნენ საქართველოს ღირსეულ ისტორიას,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა.

დღის ამბები