15 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა - როგორია ოპოზიციის შეფასება მაშინდელი ხელისუფლების წევრების კრიტიკაზე

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. "ნაციონალურ მოძრაობაში" მმართველი გუნდის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას პასუხობენ:

"საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 2008 წელს, ჩვენი ქვეყნის უცხოელ მეგობრებთან ერთად,ქართველების ერთსულოვნებამ და გმირმა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს საქართველო საბოლოო ანექსიისგან რუსეთის მხრიდან,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვანო მაღალაშვილი.

პარტია "ლელოში" ამბობენ, რომ ამ ომს თავიდან ვერავინ აიცილებდა:

"ყველაზე მძიმე აგრესორი, ტერორისტი სახელმწიფო, რომელმაც სწორედ 2007-2008 წლებში განაახლა თავისი უბინძურესი ექსპანსია მეზობელ ქვეყნებში, საქართველოს თავს ვერაგულად დაესხა. ამიტომ, ვერავინ აიცილებდა ომს,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თამაზ დათუნაშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებელში" აცხადებენ, რომ მაშინდელი ხელისუფლების კრიტიკა ამ დღესთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" მავნებლური და რუსული გზავნილებია:

"ეს არის, "ქართული ოცნების" მავნებლური, რუსული გზავნილები. იგივე "წარმატებით" შეიძლება დაადანაშაულონ, საქართველოს ნებისმიერი მეფე, ან მმართველი", - განაცხადა პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

დღის ამბები