სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა გიგა ნიკოლეიშვილმა პატივი მიაგო სოფელ შინდისთან, 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპული გმირების ხსოვნას. გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად შინდისში იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები.
2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.