15 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ჩვენ დავიბრუნებთ იმას, რაც ოკუპანტმა ჩვენივე პოლიტიკოსების უგუნური მმართველობის შედეგად წაგვართვა და ამით უკვდავყოფთ ქართველი გმირების ხსოვნას - დიმიტრი ხუნდაძე

2008 წლის ომს, შინდისის გმირობის მაგალითებთან ერთად, აქვს ძალიან ბევრი სიმხდალისა და ღალატის მაგალითიც - როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი გორში, თვითმფრინავის ხმაზე გაიქცა - სოზარ სუბარი

"2008 წელს ჰყავს ძალიან ბევრი გმირი, შინდისის გმირების მაგალითი კი არის გამორჩეული. ," - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. 

სოზარ სუბარის თქმით,  შინდისის გმირობა იმ იმედს ტოვებს ქვეყნისთვის, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება.

„სანამ საქართველოს ასეთი გმირები ჰყავს და მათ შესახებ ხსოვნა ცოცხალი იქნება ჩვენს გულებში, მანამდე ყოველთვის იქნება იმედი, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება.“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აგვისტოს ომს, სამწუხაროდ, სიმხდალისა და ღალატის მაგალითებიც ჰქონდა. 

„2008 წლის ომს, ამ გმირობის მაგალითებთან ერთად, აქვს ძალიან ბევრი სიმხდალისა და ღალატის მაგალითიც. სიმხდალის ყველაზე სამარცხვინო საქციელი იყო, როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი გორში, მეჯვრისხევის ქუჩაზე, თვითმფრინავის ხმაზე გაიქცა და თავისი სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიატოვა, რომელიც გაოგნებული უყურებდა, ეს კაცი სად გარბისო და სახე წაშლილი ჰქონდა. ასეთ პირობებში მართლა საოცარია საქართველოს ჯარი ამდენი გმირობის მაგალითს როგორ იჩენდა," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები