15 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
რეჯეფ თაიფ ერდოღანი შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

„დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ.

ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს“, – აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

დღის ამბები