15 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" რიკოთის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს - მათი განცხადებით, სამუშაოები რიკოთის ავტომაგისტრალზე უხარისხოდ მიმდინარეობს

"ნაციონალურ მოძრაობას" რიკოთის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს და საფრთხეებზე საუბრობს. პარტიამ დღის პირველ ნახევარში ბრიფინგი გამართა. მათი განცხადებით, სამუშაოები რიკოთის ავტომაგისტრალზე უხარისხოდ მიმდინარეობს, რადგან როგორც პარტიაში ამტკიცებენ, დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ადგილზე რამდენჯერმე გახდა საჭირო.

"ნაციონალური მოძრაობა" ინფრასტრუქტურის მინისტრს ბრალდებებს უყენებს და კორუფციაზე საუბრობს.

"შოვში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობს კორუფციული კლანის წარმომადგენელი მინისტრი ქაარსელაძე, რომელმაც ააშენა ხიდი, რომელიც ჩაინგრა, ასევე ააშენა გვირაბი, რომელიც ჩამოინგრა და უხარისხო სამუსაოებში გადაყარა რიკოთისთვის გამოყოფილი 2 მილიარდ 800 მილიონი ლარი. ამ უხარისხო სამუსაოების გამო, რიკოთზე დღესაც არსებობს რისკი და საშიშროება, როგორც სტიქიის, ასევე შესაბამისად მსხვერპლის,"- აღნიშნავს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კაპანაძე.

მინისტრის კონკრეტული განმარტებების მიუხედავად, პროექტის აუდიტს ისევ ითხოვს "ლელო".

"ჩვენი მოთხპვნა რჩება ძალაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართველი საზოგადოების კითხვები რიკოთთან დაკავშირებით რჩება აგრეთვე ძალაში. ჩვენ გვჭირდება საერთო კომისია, რომელშიც იქნება სხვადასხვა კომპტენციის პირები წარმოდგენილი, რომელიც ყველასგან დამოუკიდებლად იტყვი იმას, თუ როგორია გეოლოგიური უსაფრთხოების და სხვა მიმართულების სტანდარტები,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.

 

დღის ამბები