15 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
თურქეთში ვიყავი საავადმყოფოში, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი, სამწუხაროდ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა და ეს არის სიბინძურე - ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განმარტა თუ რატომ არ ჩანდა ის ამ დღეების განმავლობაში. მინისტრის თქმით, ის ამ დღეების განმავლობაში, თურქეთში იმყოფებოდა, სადაც მისი მამა სამკურნალოდ არის გადაყვანილი.

გომელაურის თქმით, ყველამ კარგად იცოდა სად იყო, თუმცა ზოგი ამბობდა, რომ ის ჰავაიზე ისვენებდა, რაც არის სიბინძურე და არ პოლიტიკა.

"გუშინ ჩამოვფრინდი, მე მგონი ყველამ კარგად იცის სადაც ვიყავი. თურქეთში ვიყავი საავადმყოფოში, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი. ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედ არის. ყველამ ყველაფერი იცოდა მაგრამ, სამწუხაროდ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა და ზოგი სხვაგან და ზოგი სხვაგან. ეს ძალიან ცუდია და ძალიან მძიმეა, არ შეიძლება ასეთი რაღაცა. იგივე რაც კალაძეზე და მის ოჯახზე გააკეთეს, ეს არის პოლიტიკა, ეს არის სიბინძურე. თითქოს, მე ვისვენებ და არ ჩამოვედი, ასე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები