22 აგვისტო 2026,   18:27
ვრცლად
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდა და სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

გარდა ამისა, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა. ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 2022 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 12 წლით პატიმრობა შეუფარდა", - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები