15 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
საგამოძიებო კომისიის იდეა სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია და ისტერიის შექმნის სურვილი - შალვა პაპუაშვილი ენმ-ს ინიციატივაზე რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით

საგამოძიებო კომისიის იდეა სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია და ისტერიის შექმნის სურვილი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით კითხვები უკვე გაუგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს, რაც ის ფორმაა, რომლითაც ყველაზე სწრაფად და ეფექტურად მიიღებენ პასუხებს კითხვებზე.

"საგამოძიებო კომისიის იდეა სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია და ისტერიის შექმნის სურვილი. რამდენადაც ვიცი ენმ-მ კითხვები გაუგზავნა უკვე შსს მინისტრს ინტერპელაციის წესის მიხედვით. 

რაც შეეხბეა კომისიას, ნახეთ, რომ ოპოზიციაშიც არ იყო ამაზე თანხმობა, რადგან მიხვდნენ, რომ ეს იქნებოდა ტრაგედიის ფონზე პოლიტიკური შოუს დადგმა და ეს მათთვისვე იქნებოდა დამაზიანებელი,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

შეგახსენებთ, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მას ოპოზიციის ნაწილი იზიარებს.

დღის ამბები