"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "შოვის ტრაგედიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უმნიშვნელოვანესია და ამ საკითხის ირგვლივ, ერთიანობაა საჭირო".
კითხვაზე, რატომ არ არის ამ საკითხში ოპოზიციის ერთობა, ხაბეიშვილი ამბობს, რომ აჩქარება საჭირო არ არის.
"არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ შერჩება რუსულ პარტიას და მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული დამნაშავეების შესახებ. ეს არის საკითხი, რაზეც ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები, რადგან ადამიანებს, მოქალაქეებს სჭირდებათ პასუხები", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.