15 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა, რომელსაც ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ, ნებისმიერი ასეთ ტრაგედია გამოიყენონ სათავისოდ - ბექა ოდიშარია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, ნებისმიერი ტრაგედიის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.

ოდიშარიას თქმით, იმის მაგივრად, რომ დაელოდონ გამოძიების დასრულებას, ოპოზიცია ცდილობს შექმნას პანიკა და დაზაფროს საზოგადოება.

"საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც ემსახურება იმას, რომ ადამიანებს, რომელსაც ძალიან დაბალი აქვთ რეიტინგი, პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ვგულისხმობ, ნებისმიერ ასეთ ტრაგედიაზე მოახდინონ ტივტივი. ისინი ძალიან მალე იძირებიან და შემდეგ არიან იმის მოლოდინში, რომ იქნებ ქვეყანაში კიდევ დატრიალდეს რა, რათა კვლავ მოახერხონ და დაიწყონ საუბარი საგამოძიებო კომისიებზე, რაღაც კანონდარღვევებზე, აწყობენ პანიკებს, ქმნიან სახალხო ანტი შტაბებს. მათი კამპანიები ვერავის ვერაფერს ვერ დააკლებს საბოლოო ჯამში. გარდა იმისა, რომ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ოჯახებს ზაფრავენ. დაიწყო ძიება, პროცესს დავაკვირდეთ, თუ ვინმეს დარჩება შეკითხვები, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა არ დაზარდება, პროკურატურა ყოველთვის ზედამხედველობს საგამოძიებო საქმიანობას", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები