15 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" სტიქიის შეფასების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

"ნაციონალური მოძრაობა" სტიქიის შეფასების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. პარტიაში აცხადებენ, რომ სამი აგვისტოს მოვლენებს სწავლობენ და მათი პირველადი შეფასებით, რეაგირება იყო დაგვიანებული. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა  სტიქიის პერიოდში მოვლენების განვითარების ქრონოლოგიაზე ისაუბრა და მედიას დასკვნაც გააცნო.

როგორც პარტიაში აცხადებენ, კომისიაში, რომელიც  სტიქიის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზ მუშაობს, 12 ადამიანია გაერთიანებული, მათ შორის არიან სპეციალისტები.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ  შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა იკვეთება.

"იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც შეეწირნენ საქართველოს მოქალაქეები. იკვეთება დაგვიანებული რეაგირება. ტრაგედიის ადგილას სხვადასხვა სპეკულაციები რომ არ ყოფილიყო, მხოლოდ ამიტომ ავარიდეთ თავი მათ შორის არა თუ ჩასვლას, არამედ პოლიტიკურ განცხადებებს. წარმოუდგენელი იყო იქ, სადაც ვერტმფრენით იყო შეუძლებელი მისვლა, როგორ შეიძლება იქ ოპოზიციონერი ჩავიდეს და თქვას, რომ მე აქ რამეს გავაკეთებ. ჩვენი წარმომადგენლები, დიმა ფერაძიდან დაწყებული, რომელიც რაჭის ორგანიზაციას წარმოადგენს და ნოდარ ბურდილაძით გაგრძელებული, 24 საათი სტიქიის ზონაში იყვნენ," - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ლაშა ფარულავას თქმით, სტიქიის დღეს შოვში, ხელისუფლების რეაგირება იყო დაგვიანებული და არა ეფექტიანი.  

"კრიტიკული მნიშვნელობის საათებში სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მოქალაქეები დატოვა სტიქიის პირისპირ და ცხადია, ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება და ამას სჭირდება რა თქმა უნდა, მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საგამოძიებო მექანიზმის ამუშავება, რომ ყველა ფაქტი და მტკიცებულება ბოლომდე იყოს გამოკვლეული," - ამბობს ლაშა ფარულავა.

 

 

დღის ამბები