15 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
საპენსიო დანაზოგის ინვესტირების ახალ წესთან დაკავშირებით, პარტია "ხალხისთვის" სააგენტოსგან განმარტებას ითხოვს

საპენსიო დანაზოგის ინვესტირების ახალ წესთან დაკავშირებით, პარტია "ხალხისთვის" სააგენტოსგან განმარტებას ითხოვს.

რამდენად კარგად არის საინვესტიციო რისკები შეფასებული, არის თუ არა შექმნილი სააგენტოს მოდელირებული პორტფელი და როგორ მოხდება საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა - სწორედ ეს არის ის საკითხები რომელთან დაკავშირებითაც პარტია "ხალხისთვის" მდივანმა, გივი ფანცულაიამ საპენსიო სააგენტოს მიმართა.

"გადავწყვიტეთ მოგვემართა კითხვებით საპენსიო სააგენტოსთვის და ვიმედოვნებთ, რომ ერთი თვის ვადაში, რომელიც არის კანონით განსაზღვრული, მივიღებთ პასუხებს თუ როგორ მოხდება ამ თანხების განკარგვა, რა საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად მოხდება თანხების ინვესტირება, ზოგადად როგორი არის მეთოდოლოგია და არსებობს თუ არა წინასწარ გათვლილი მოდელირება რის საფუძველზეც მოხდა იმ საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრა, რომელიც იქნება შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით", - განაცხადა გივი ფანცულაიამ.

 

დღის ამბები