15 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
პარტია "ლელო" რიკოთზე საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს - რას პასუხობენ მათ მმართველ გუნდში

პარტია "ლელო" რიკოთზე საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი მოთხოვნით ყველა უწყებას მიმართეს.

საპასუხო განცხადება გაკეთდა "ქართულ ოცნებაში". მმართველ გუნდში ითქვა, რომ აუდიტს ატარებს დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი კომპანია და გაუგებარია, რატომ არ არის ეს საკმარისად ავტორიტეტული პარტია "ლელოსთვის".

"როდესაც აუდიტის მოთხოვნა დადგა, მინისტრმა ამას გასცა პასუხი და თქვა, რომ დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი კომპანია ახორციელებს პროცესის აუდიტირებას. რატომ არის დასაწუნი ქალბატონი ანა ნაცვლიშვილისთვის დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის რეპუტაცია, ამას თუ ის პასუხს გასცემს, შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ სერიოზულად ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები