საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს!" - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერში".