15 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ყველა პროექტზე, რომელიც საკრებულოში შემოდის, ისმის, რომ ეს არის ურბანული გენოციდი, პოლიტიკურ მანიპულაციას აქვს ადგილი-რევაზ სოხაძე

ფრაქცია" ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძის მისვლას ითხოვს- მიზეზი კონკრეტული სამშენებლო პროექტებია, მათ შორის ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე დაგეგმილი ცათამბჯენი.

ოპოზიციის შეფასებით პროექტი დედაქალაქისთვის საფრთხის შემცველია და იკვეთება პოლიტიკური კორუფციის ნიშნები.

საპასუხო კომენტარი გააკეთა საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით ჩატარებულია შესაბამისი კვლევები, ოპოზიცია კი დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობს.

"ყველა პროექტზე, რომელიც საკრებულოში შემოდის ისმის, რომ ეს არის ურბანული გენოციდი. ლაგუნა ვერასთან დაკავშირებით ითხოვდნენ, რომ კვლევები ჩატარებულიყო, არადა ეს კვლევები უკვე ჩატარებული იყო და არსებობდა. მათი პოზიცია ნამდვილად არ არის რელევანტური, ახლა მერის მოსვლას ითხოვენ და ვერ ვხვდები მერი რატომ უნდა მოვიდეს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაცია,"- აცხადებს რევაზ სოხაძე. 

დღის ამბები