15 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
პუტინი თავის ცხოველურ შიშს არავის პატიობს... ეს არის სიგნალი რუსეთის ელიტისთვის - "ფრთხილად, ორგულობა სიკვდილს უდრის" - პოდოლიაკი

"პუტინი თავის ცხოველურ შიშს არავის პატიობს," - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას გამოეხმაურა.

როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, პრიგოჟინისა და "ვაგნერის" ხელმძღვანელობის აჯანყების მცდელობის შემდეგ ორ თვეში დემონსტრაციული განადგურება, 2024 წლის არჩევნებამდე, პუტინის სიგნალია რუსი ელიტებისადმი.

"აშკარაა, რომ პუტინი საკუთარ ცხოველურ ტერორს არავის პატიობს. ის მომენტს ელოდა. ისიც აშკარაა, რომ პრიგოჟინმა ხელი მოაწერა თავისთვის სპეციალურ სასიკვდილო ორდერს იმ მომენტში, როცა ირწმუნა ლუკაშენკოს უცნაური "გარანტიები" და პუტინის აბსურდული "საპატიო სიტყვა".

პრიგოჟინისა და "ვაგნერის" სარდლობის დემონსტრაციული ლიკვიდაცია გადატრიალების მცდელობიდან ორი თვის შემდეგ, არის სიგნალი პუტინისგან რუსეთის ელიტებისთვის 2024 წლის არჩევნების წინ - "ფრთხილად, ორგულობა სიკვდილს უდრის," მაგრამ ეს ასევე არის სიგნალი რუსი სამხედროებისთვის," - ამბობს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იმ თვითმფრინავის მგზავრთა სიაში იყო, რომელიც რუსეთში ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი დაიღუპა.

 

დღის ამბები