საქართველოში ამერიკის ელჩმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა - კელი დეგნანი დიპლომატიურ მისიას ასრულებს. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ქართველს, ცალსახად აღნიშნა, რომ ქვეყნის მისწრაფება არის დასავლეთისკენ და ამერიკა გააგრძელებს მის მხარდაჭერას.
"ნამდვილად დიდი პატივი იყო, მემსახურა საქართველოში, ამ შესანიშნავ ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე.
უკანასკნელი 30 წლიანი პარტნიორობის პერიოდში ჩვენი მხარდაჭერა ეხმარებოდა საქართველოს, უკეთ დაეცვა საკუთარი საზღვრები, შეეჩერებინა აგრესია, მოეხდინა სტიმულირება ეკონომიკისა, რაც ხელს შეუწყობდა სამუშაო ადგილების შექმნას, რომ ქართველებს ჰქონოდათ შესაძლებლობა ენახათ მომავალი თავისი ქვეყნისთვის, თავისი თემებისთვის. ეს მთლიანობაში ხელს შეუწყობდა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და ხელს ვუწყობდით საქართველოს მდგრადი, გამძლე, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას.
ეს არის ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი. მათ სურთ, გახდნენ ევროკავშირის, ნატო-ს წევრები, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ნამდვილად დიდ პატივად მიაჩნია და ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე.
ჩვენ ვიხილეთ უაღრესად შთამბეჭდავი პროგრესი საქართველოს მხრიდან. ჩვენ ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა ამ პროცესისა.
ნამდვილად წუხილს გამოვხატავ, რომ მიწევს საქართველოს დატოვება. დარწმუნებული ვარ, ყველა, ვინც ჩემამდე მუშაობდა ჩემს თანამდებობაზე, იმავეს გრძნობდა. მინდა გამოვხატო უღრმესი მადლიერება ყველა ქართველის მიმართ, ვინც ასეთ სითბოს, მხარდაჭერას იჩენდა და ნამდილად ამერიკის მეგორები არიან," - აცხადებს კელი დეგნანი.