15 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
მივიჩნევ, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოსათხრელად - კელი დეგნანი

მივიჩნევ, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოსათხრელად - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობამ სიმართლე უნდა მოისმინოს.

"ბევრი რამ, რასაც ვაკეთებთ, ეხმარება საქართველოს პროგრესის გზაზე. მოსახლეობის უმრავლესობა ერთგულია ამ გზის და ჩვენ ერთგული ვართ საქართველოს წარმატებისა.

პოლიტიკოსები პოლიტიკოსები არიან, პირადად ნამდვილად არ ვიღებ იმას, რასაც ჩემზე ამბობენ. მივიჩნევ, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციურობას იჩენს. ფოკუსი, კონცენტრაცია უნდა იყოს სამუშაოს შესრულებაზე. გაწერილია საგზაო რუკა, გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები. ეს პოლიტიკურ მამაცობასაც ითხოვს ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად. რეფორმები რთულია და ყველამ იცის ეს.

სამწუხაროდ, მივიჩნევ, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოსათხრელად.

ფაქტობრივად შეტევა ხორციელდება მრავალი წლის, თუ არა ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. დარწმუნებული ვარ, ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი.

არ შევხვედრილვარ იმ ადამიანს, ვინც კომენტარს აკეთებს ჩემზე. ისინი არ შემხვედრიან და მათ გამონათქვამს პირადად ვერ მივიღებ, თუმცა მიმაჩნია, რომ გვერდით უნდა გავწიოთ ის ადამიანები, ვინც ცდილობენ დააბნიონ ქართველები, ვინც ცდილობს გაყოს ეს საზოგადოება და შეინარჩუნოს ეს პოლარიზაცია. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ," - აცხადებს კელი დეგნანი.

საქართველოში ამერიკის ელჩმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა - კელი დეგნანი დიპლომატიურ მისიას ასრულებს. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ქართველს, ცალსახად აღნიშნა, რომ ქვეყნის მისწრაფება არის დასავლეთისკენ და ამერიკა გააგრძელებს მის მხარდაჭერა

დღის ამბები