საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური შიომღვიმის მონასტერთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა მონასტერი.
"შიომღვიმის მონასტრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა მონასტერი.
როგორც ირკვევა, მონასტრის მიმდებარე კლდიდან პერიოდულად ხდება ხოლმე ქანების ჩამოშლა. ხოლო წელს კი შედარებით მასშტაბურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები," - ნათქვამია განცხადებაში.