15 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამია იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში, ტელეკომპანია „იმედის“ ყაჩაღურად მიტაცებაში, შემდეგ ყაჩაღურად მიტაცებულ „რუსთავი 2“-ს მართავდა - ასეთ ადამიანებს უფლება არ აქვთ, რომ ევროკავშირზე ისაუბრონ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას Facebook-პოსტს ეხმიანება. მისი თქმით, ეს იყო კიდევ ერთი წამოცდენა გვარამიას მხრიდან, რაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს იმას, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„მე შეგახსენებთ ვინ არის გვარამია: ის იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში, ჩართული იყო ტელეკომპანია „იმედის“ ყაჩაღურად მიტაცებაში, შემდეგ ყაჩაღურად მიტაცებულ „რუსთავი 2“-ს მართავდა. ასეთი ადამიანები არიან - ანტიევროკავშირი, შესაბამისად, ამ ადამიანებს ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, რომ საერთოდ ევროკავშირზე ისაუბრონ. ისინი დაცილებულები არიან ევროპულ ღირებულებებს და სწორედ ისინი არიან - ანტიევროკავშირი“, - აღნიშნა კობახიძემ.

ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა:

„არაა საჭირო ზუზუნი და წუწუნი. ჯერ შოლცმა, დღეს - მიშელმა გასაგებად თქვეს: ევროკავშირი არის ლისაბონიდან თბილისამდე და 2030 წლამდე გაფართოების ეს ეტაპი დასრულდება. ასე რომ, სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ (და, დარწმუნებული ვარ, ვერ მივიღებთ ქართული ოცნების დიდი მეცადინეობის შედეგად), არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება. დაიხურება ქართული ოცნება და მისი ხელისუფლება, ხოლო საქართველოს ევროკავშირში 2024 წელს არჩეული ახალი ხელისუფლება შეიყვანს.

არც ეს "მიუხედავად ყველაფრისა მაინც მოგვეცით" ვაჭრობა მგონია გამართლებული - ეს თან არასერიოზულია, თან კონტრპროდუქტიულია, თან უპასუხისმგებლოა და თან უკიდურესად გამაღიზიანებელი (ხშირად, შეურაცხმყოფელიც) ჩვენი პარტნიორებისთვის. არაა საჭირო ევროკავშირის დანამუსება და ლამის "წველა", საკუთარ საქმეს მივხედოთ და დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე შემაფერხებელი კედელი გადავდგათ 2024 წელს“, - დაწერა გვარამიამ.

დღის ამბები