15 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს და ჩვენი პასუხისმგებლობაა, უფრო მეტი გავაკეთოთ ევროკავშირთან თვისებრივი დაახლოებისთვის

საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს და ჩვენი პასუხისმგებლობაა, უფრო მეტი გავაკეთოთ ევროკავშირთან თვისებრივი დაახლოებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო დღეს თვისებრივად არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ტარდება დემოკრატიული არჩევნები, არის მედიაპლურალიზმი, არის პოლიტიკური პლურალიზმი, ადამიანის უფლებები არის დაცული.

„ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა საქართველოში 2012 წლის შემდეგ. ასევე გვაქვს ფუნდამენტური ეკონომიკური წინსვლა წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც არის დღეს და, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ევროკავშირთან თვისებრივი დაახლოებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები