ევროკავშირი შესაძლოა გარდაიქმნას "სხვადასხვა სიჩქარიან" კავშირად, რადგან ის განიხილავს უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციას - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცახადა.
მაკრონი მიიჩნევს, რომ თუ ევროკავშირს ახალი ქვეყნების ინტეგრირება და კონსენსუსის მიღება 30-ზე მეტ წევრ ქვეყანასთან სურს, მაშინ ვეროპულ გაერთიანებას ამისთვის შესაბამისი რეფორმა სჭირდება.
"რისკია ფიქრი, რომ ჩვენ რეფორმების გარეშე შეგვიძლია გაფართოება. შემიძლია, დავამოწმო, რომ ევროპისთვის რთულია 27 წევრით სენსიტიურ თემებზე წინსვლა. 32 ან 35 წევრით ეს უფრო რთული იქნება. ჩვენ დაგვჭირდება გამბედაობა, რომ მივიღოთ მეტი ინტეგრაცია ზოგიერთ სფეროში და შესაძლოა, სხვადასხვა სიჩქარიანი ევროპაც კი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შევინარჩუნოთ ჩვენი კავშირი და სტიმული ევროკავშირის გაღრმავებისთვის იმ წევრებისთვის, რომლებსაც წინსვლა სურთ ამ გზაზე," - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.