15 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. სიტყვიერი დაპირისპირება ჯერ კიდევ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე მოხდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თათია ნიკოლაიშვილმა სხდომაზე პარკით თხილი მიიტანა და თხილზე დაბალი ფასი გააპროტესტა.

ნიკოლაიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა გურული გლეხების ერთადერთი შემოსავალი თხილის მოსავალია, წელს ერთი კოლოგრამი თხილი 2 ლარი ღირს, რაც გურიის რეგიონისთვის კატასტროფის მომტანია. მან აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა, რადგან მისი განცხადებით, ხელისუფლება ხალხის პრობლემებზე არ რეაგირებს და მის მოსაგვარებლად არანაირ ზომებს არ იღებს.

თავის მხრივ, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია დესტრუქციაში დაადანაშაულა და მათ პროვოკატორები უწოდა, რომელებიც ხალხის სახელით სპეკულირებენ.

დღის ამბები