15 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯები და განცხადებები უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ

სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი პატივს რომ არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს, ეს უკვე დადგინდა და თავად აღიარა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისიც დადგინდა, რომ სალომე ზურაბიშვილი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტი შეთანხმებული უნდა იყოს მთავრობასთან.

„ეს არის ანი-ბანი, რაზეც ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ ერკვევა, მაგრამ ამას მიზანმიმართულად აკეთებს. სამწუხაროდ, არ ზის ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს დღის წესრიგში, მისი ნაბიჯები და განცხადებები უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ. კარგად ვიცით, მის ვიზიტს რა მიზანი აქვს. მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი და ა.შ. ამიტომ იყო მოწოდებები ხელისუფლების უკანონო შეცვლაზე. იმედია, ამის შემდეგი პრეზიდენტი საქართველოს დღის წესრიგში ჩაჯდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

დღის ამბები