15 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც მისი ვიზიტები შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობასთან - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც მისი ვიზიტები შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობასთან.

მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, ნაბიჯები და ქმედებები პირდაპირ ზის უცხოელი ძალების დღის წესრიგში, რომელთაც არ სურთ საქართველოსთვის კარგი.

"საქართველოს პრეზიდენტი პატივს რომ არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს. სამწუხაროდ, ეს უკვე დადგინდა, თვითონ აღიარა და თვითონვე გამოვიდა ადმინისტრაციის შენობიდან და შეურაცხყოფა მიაყენა იქ მისულ ადამიანებს. ამავდროულად, ისიც დადგინდა, რომ ის პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც მისი ვიზიტები შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობასთან. ეს არის ელემენტარული ანი-ბანი, რომელშიც ვერ ვიტყვი რომ ვერ ერკვევა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ის ამას მიზანმიმართულად აკეთებს. ჩვენი მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ზის საქართველოს ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს დღის წესრიგში. სამწუხაროდ, მისი ზოგიერთი განცხადებები, ნაბიჯები და ქმედებები პირდაპირ ზის უცხოელი ძალების დღის წესრიგში, რომელთაც ნამდვილად არ სურთ საქართველოსთვის კარგი. მიზანი აქვთ ის, რომ საქართველოში იყოს არეულობა და მეორე ფრონტი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები