ვიქტორ ორბანის განცხადებით, პუტინთან უკრაინის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ "ხელშეკრულება" უნდა დაიდოს. მისივე თქმით, ამასთან, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება და ყირიმის ნახევარკუნძულზე ოფიციალური კიევის ნებისმიერი პრეტენზია უნდა გამოირიცხოს.
"ჩვენ რუსეთთან უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ შეთანხმება უნდა დავდოთ, რათა უზრუნველყოთ უკრაინის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი, მისი ნატოში გაწევრიანების გარეშე. ყირიმის დაბრუნება კი უკრაინისთვის სავსებით არარეალისტურია. უკრაინა ომის წაგებასთან ახლოს დგას, რადგან რუსულ ჯარს რიცხობრივი უპირატესობა აქვს," - აღნიშნა ორბანმა.
ორბანის ინტერვიუს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გამოეხმაურა:
"არ ვიცით უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს," - განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.