15 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
უკვე დიდი ხანია ჩვენ ვუყურებთ იმას, რომ პრეზიდენტი არ ატარებს კონსტიტუციით მასზე მინიჭებულ უფლებებს - ირაკლი ქადაგიშვილი 

მთავრობის უარის მიუხედავად, გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო. მმართველ გუნდში სალომე ზურაბიშვილის მიერ დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ უკვე დიდი ხანია, პრეზიდენტი არ ატარებს კონსტიტუციით მასზე მინიჭებულ უფლებებს:

"როცა პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია არ ეხება, უფლება აქვს დაარღვიოს უხეშად და ამას იმით ამართლებს რომ დიადი მიზნები აქვს, ეჭვი ჩნდება, რომ პრეზიდენტი ამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აწარმოოს პოლიტიკა, რომელიც მთავრობასთან შეთანხმებული არ არის. პრეზიდენტს ჰგონია, რომ მან დამოუკიდებლად უნდა მოიფიქროს ვიზიტები და შემდეგ, მთავრობა როგორც სამეურნეო მექანიზმი უნდა მიეწიოს და უზრუნველყოს მისი ვოიაჟები. აქედან გამომდმინარე, უკვე დიდი ხანია ჩვენ ვუყურებთ იმას, რომ პრეზიდენტი არ ატარებს კონსტიტუციით მასზე მინიჭებულ უფლებებს,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. 

დღის ამბები