20 სექტემბერი 2024,   05:12
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატზე, 64 ქვეყანას შორის საქართველოს პარამკლავჭიდის ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში , პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს პარამკლავჭიდის ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფალური შედეგით დაამთავრა. ყაზახეთიში გამართულ ტურნირზე, ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა 91 მედლით დაასრულეს, აქედან 45 კი უმაღლესი სინჯის იყო.

შედეგად, საქართველოს პარამკლავჭიდის ნაკრებმა 64 ქვეყანას შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. მსოფლიოს პირველობაზე ქართველი სპორტსმენები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრნენ.

დღის ამბები