15 ნოემბერი 2024,   22:17
ვრცლად
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს კომისარს ჯოზეფ ბორელს თბილისში ორ დღეში ელოდებიან

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს კომისარს ჯოზეფ ბორელს თბილისში ორ დღეში ელოდებიან.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებებით საშუალებას მისცემს განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

დაგეგმილია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის შეხვედრა საქართველოს პრემიერთან და პრეზიდენტთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, დეპუტატებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ჯოზეფ ბორელის მოსალოდნელ ვიზიტს აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ჯოზეფ ბორელის ვიზიტი მნიშვნელოვანია. 

"ვიზიტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და არასრულად შესრულებული რეკომენდაციებით. ისევე , როგორც პრეზიდენტის იმპიჩმენტით, იმის გამო რომ ის ევროკავშირის დედაქალაქებში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუს ლობირებს. რთული მოცემულობაა და კიდევ უფრო ართულებს "ქართული ოცნება" ამ ყველაფერს,"- აცხადებს თეონა აქუბარდია. 

დღის ამბები