15 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
"გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან

"გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან. როგორც "დროას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორივე პარტიას აერთიანებს რამდენიმე იდეა, მათ შორის - მომავლის მკაფიო ხედვა.

"ჩვენ გვაქვს მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით. ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის“-ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი საარჩევნო გაერთიანება მმართველ გუნდში შეაფასეს.

"ეს ადამიანები, რეალურად, დაკავებული არიან პოლიტიკური პერფორმანსით, თამაშობენ როლს, რომელიც სინამდვილეში არ არის მათი, პირიქით - თუ ვინმე საქართველოში რუსულ ინტერესებს ხელს უწყობს, თუ ვინმე საქართველოში რუსულ ინტერესებს ახორციელებს, არის ზუსტად ეს ადამიანები, რომელსაც წლები გავიდა უკვე და პასუხი ჯერაც არ გაუციათ, თუ რატომ ფინანსდებიან რუსეთიდან. მათი ქმედებები - რომ დავაკვირდეთ, თუ როგორ იქცევიან, როგორ ცდილობენ საკუთარი ქვეყანა უსუსურად წარმოადგინონ საზღვარზე მისვლებით, როგორ ცდილობენ დესტრუქცია შემოიტანონ პოლიტიკაში, როგორ ცდილობენ არჩევნებს ძირი გამოუტარონ, ზუსტად ეს არის რუსეთის ინტერესები საქართველოში, ასე რომ, დაშორდებიან თუ გაერთიანდებიან, გასაგებია, ვინ არის მათი პატრონი და დამფინანსებელი," - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. 

 

 

დღის ამბები