15 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
დღეს საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ჩამოდის

ევროპული გაერთიანების მხარდაჭერის კიდევ ერთი ღია დადასტურება - დღეს საქართველოში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩამოდის.

როგორია საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე - ამ მისიით ევროპელი დიპლომატი საქართველოში 2 დღით დარჩება. ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ჩანიშნულია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტიც.

ბორელი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

 

დღის ამბები