15 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
კიდევ ერთი ცვლილება საარჩევნო კოდექსში - "ქართული ოცნება" კანონის იმ მუხლებს ცვლის, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევას ეხება

კიდევ ერთი ცვლილება საარჩევნო კოდექსში - კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, "ქართული ოცნება" კანონის იმ მუხლებს ცვლის, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევას ეხება. ახალ საკანონმდებლო პაკეტს ოპოზიცია არალეგიტიმურად დაძლეული ვეტოს გადაფარვის მცდელობად აფასებს.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, შინაარსობრივად არაფერი იცვლება და პრეზიდენტის როლი პროცესში არ იზრდება. კრიტიკას კატეგორიულად არ ეთანხმება "ქართული ოცნება", სადაც აცხადებენ, რომ საკანონმდებლო პაკეტი ევროპულ რეკომენდაციებს ეფუძნება.

პროექტის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის და ორი წევრის შესარჩევად, საჭიროა 90 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კვორუმი ვერ შედგება, საჭირო ხმათა რაოდენობა 76-მდე მცირდება და თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, ამ შემთხვევაში, საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა.

დღის ამბები