საქართველოში ჩამოსული ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ქვეყნის პროგრესი ევროპისკენ გზაზე - ჟოზეფ ბორელის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღეს იწყება. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები, ქვეყნის ნომერ პირველ დიპლომატთან, საკანონმდებლო უწყების თავმჯდომარესთან, ქვეყნის მეთაურთან და პრეზიდენტთან.
ჯოზეფ ბორელი დღეს პარლამენტის დეპუტატებსაც შეხვდება. "ქართული ოცნებისთვის" ევროპელ დიპლომატთან პირისპირ შეხვედრა ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობაა.
სახელისუფლებო პარტიაში, განხორციელებულ რეფორმებზე დეტალურად საუბარს გეგმავენ და აცხადებენ, რომ ოპოზიციის დამოკიდებულების მიუხედავად ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით არასწორი შთაბეჭდილებების სივრცეს არ დატოვებენ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბორელის ვიზიტი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის წარმომადგენელთან უმაღლეს დონეზე ისაუბრონ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიც არის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს მოლოდინები ევროკავშირთან დაკავშირებით და პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. ასევე, შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს დაეთმობა.
"ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ უმაღლეს დონეზე ევროკავშირის წარმომადგენელთან ვისაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე," - აცხადებს ბოჭორიშვილი.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ბორელის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.
ავტორი: მაია გრიგოლია