15 ნოემბერი 2024,   22:17
ვრცლად
ჟოზეფ ბორელის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დილიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჟოზეფ ბორელის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღეს დილიდან დაიწყო.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან. ევროკომისარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა შეხვდეს.

ცნობილია ასევე, რომ ჟოზეფ ბორელი გეგმავს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას და საკუთარი თვალით ნახავს რუსული აგრესიის შედეგებს.

პრემიერთან შეხვედრის დროს კანცელარიის შენობაში ჟოზეფ ბორელი მთავარ გზავნილებს გააკეთებს. ჟოზეფ ბორელი შეხვდება ასევე საქართველოს პრეზიდენტსაც, პოლიტიკოსებს პარლამენტში, ასევე სამოქალაქო სექტორს.

დღის ამბები