15 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია და ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარები - პრემიერი 

მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან, ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია და ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარები. პირველი ომი ჩვენ გადავიტანეთ 2008 წელს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იცვლება საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რაცარის დიდი გამოწვევა საქართველოსთვისაც.

"ჩვენ კარგად გვესმის ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ასეთი გამოწვევის წინაშე არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყანა, არამედ მთლიანად ევროპა, ევროპის კონტინენტი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აგრესიამ და ომმა, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც არ ჩერდება, შეცვალა მთელი მსოფლოს დღის წესრიგი.

იცვლება საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რაც, რა თქმა უნდა არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვისაც, ვინაიდან, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა და მე ეს მჯერა, რომ თქვენ ეს კარგად გესმით და ჩვენს ევროპელ მეგობრებს, განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. 

მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია და ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარები.

პირველი ომი ჩვენ გადავიტანეთ 2008 წელს, ეს იყო დამანგრეველი ომი, რამაც ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ჩვენ ეს მძიმე ფასი გვაქვს გადახდილი," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები