20 სექტემბერი 2024,   05:05
ვრცლად
გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი ჩოჩხათია

გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი ჩოჩხათია.

სტიქიის ზონაში მხოლოდ სპეციალური ტექნიკა გადაადგილდება, რომელიც 10 მიმართულებით მუშაობს. მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდა, ამის შემდეგ კი მაშველები შიდა გზებზე შევლენ.

გზების გაწმენდის შემდეგ, ხიდების აღდგენის პროცესი დაიწყება. სტიქიის ზონაში მუშაობენ გეოლოგებიც, რომლებიც ყველა იმ სოფელში არსებულ ვითარებას სწავლობენ, სადაც მეწყერი განვითარდა.

ზარალის მასშტაბებს ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და რწმუნებულები აფასებენ.

დღის ამბები