ევროკავშირს სურს იხილოს საქართველო წარმატებული ევროპულ გზაზე - ამ სათაურით ვრცელ სტატიას ჯოზეფ ბორელი აქვეყნებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში საქართველოში მის პირველ ვიზიტს აღწერს და აფასებს.
"ვიყავი საქართველოში, რომ მეთქვა საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. თუმცა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, საქართველოს სჭირდება მნიშვნელოვანი პროგრესი პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის, მართლმსაჯულების რეფორმის, საარჩევნო რეფორმისა და მედიის პლურალიზმში.
საქართველოს ჰყავს ძლიერი ადმინისტრაცია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. მას აქვს პოტენციალი ამ ისტორიული ამოცანის მისაღწევად," - წერს ჯოზეფ ბორელი.