06 ოქტომბერი 2024,   23:21
ვრცლად
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 10 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს - დაშავდა 1 ადამიანი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 10 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს, დაშავდა 1 ადამიანი და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში ვოვჩანსკის რაიონი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი. დამწვარია საცხოვრებელი სახლი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეტევა განხორციელდა ხერსონის ოლქზეც, დაიჭრა 3 მშვიდობიანი მოქალაქე და დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება.

პარალელურად რუსეთში, კურსკის გუბერნატორის თქმით, დრონმა ოლქის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო, რის შედეგადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი განიხილავს სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის რეკომენდაციებს, უკრაინაში დიდი დისტანციის კასეტური რაკეტების გადაზიდვასთან დაკავშირებით.

დღის ამბები