20 სექტემბერი 2024,   05:10
ვრცლად
დააკავეს მამაკაცი, რომელიც დედას სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით ემუქრებოდა

კახეთის პოლიციამ გამოძალვის და მუქარის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 1 პირი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული საკუთარ დედას, 70 წლის ქალს, თბილისსა და ახმეტაში მდებარე სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

დანაშაულები 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები