15 ნოემბერი 2024,   19:00
ვრცლად
საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო  მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს, მე, როგორც პრეზიდენტი, ძალისხმევას არ დავიშურებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

ზურაბიშვილი „ტვიეტრის“ გვერდზე ვროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს განცხადებისთვის მადლობას უხდის.

„პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს.

საქართველო  მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

მე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ პერსპექტივის რეალობად ქცევისადმი თავდადებულია, ძალისხმევას არ დავიშურებ.

ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის (ევროკავშირის) მომავალსაც გაიზიარებს!“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები