20 სექტემბერი 2024,   04:56
ვრცლად
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები 2024 წელს პლეი-ოფში იასპარეზებს

საქართველოს ნაკრებმა 2024 წლისთვის მსოფლიო ჯგუფი "ერთის პლეი-ოფში" თამაშის უფლება მოიპოვა. კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის კორტებზე მიმდინარე დევისის თასზე, გუნდმა ტუნისი დაამარცხა.

პირველ სათამაშო დღეს, ერთეულთა თანრიგში გამარჯვებები საბა ფურცელაძემ და ზურა ტყემალაძემ მოიპოვეს. დღეს კი ერთეულთა თანრიგში ისევ ბრწყინვალედ ითამაშა საბა ფურცელაძემ, რომელმაც ორ სეტში დუგაზსს სძლია და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები 2024 წელს პლეი-ოფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე კენჭისყრის მეშვეობით გამოვლინდება. დევისის თასის, მსოფლიო ჯგუფი I-ის შეხვედრები კი მომავალ წელს გაიმართება. 

 

 

 

 

დღის ამბები