10 ნოემბერი 2024,   06:13
ვრცლად
"სამყაროში არსებული შიმშილი არის შოკისმომგვრელი ლაქა კაცობრიობისთვის და ადამიანის უფლებების ეპიკური დარღვევა" - ანტონიო გუტიერეში

ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში იმყოფება. ცოტახნის წინ, მდგრადი განვითარების სამიტი გაიხსნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება. 

ნიუ-იორკში დაგეგმილია გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატები, მონაწილეებს სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილიც მიმართავს.

ქვეყნების წარმომადგენლებს უკვე მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა. ანტონიო გუტიერეშმა იმ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც დღეს მსოფლიოშია. 

"მდგარდი განვითარების მიზნებს სჭირდება გლობალური სამაშველო გეგმა. მამხნევებს აქ განხილული პოლიტიკური დეკლარაციის დეტალური და ფართო სპექტრის პროექტი. განსაკუთრებით მისი ვალდებულება განვითარებადი ქვეყნების წარმატების გასაუმჯობესებლად მდგარდი განვითარების პროგრესისთვის, ფინანსებისთვის. ეს მოიცავს მკაფიო მხარდაჭერას მდგარდი განვითარების სტიმულირებისთვის, სულ მცირე, 500 მილიარდი აშშ დოლარით წელიწადში. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ შიმშილის წინააღმდეგ. სამყაროში არსებული შიმშილი არის შოკისმომგვრელი ლაქა კაცობრიობისთვის და ადამიანის უფლებების ეპიკური დარღვევა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქვეყნებს კვების სისტემების გარდაქმნაში, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა ჯანსაღ საკვებზე. ასევ უნდა ითქვას, რომ განახლებად ენერგიაზე გადასვლა საკმარისად სწრაფად არ ხდება," - აცხადებს ანტონიო გუტიერეში

დღის ამბები