15 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
"საარჩევნო კოდექსში" ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო - ცვლილება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება 

81 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - "საარჩევნო კოდექსში" ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება.

სიახლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის და ორი წევრის შესარჩევად საჭიროა 90 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ კვორუმი ვერ შედგება, შესარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა 76 გახდება თუ ესეც ვერ მოგროვდა, საკითხი პრეზიდენტს გადაეცემა.

"ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ორი წევრი, რომლებსაც რეალურად უფლებამოსილების სტანდარტული ვადა აქვთ გასული ამდენ ხანია, არ არიან არჩეული სათანადო ვადით საკუთარ თანამდებობებზე. იმიტომ რომ თქვენ არ დაუჭირეთ მხარი. ერთადერთი, ვისაც თქვენ შეიძლება დაუჭიროთ მხარი ასეთ პოზიციებზე, ესენი არიან უცხოელი აგენტები. თუ ვინმე არ არის უცხოელი აგენტი, გამორიცხულია, რომ თქვენ მას დაუჭიროთ მხარი.  ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. არავის არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ცესკო ვერ შედგეს, როგორც ეფექტიანი ინსტიტუტი,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.  

დღის ამბები