პარლამენტში, პლენარულ სხდომათა დარბაზთან, ოპოზიციის ლიდერები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი კობახიძესთან კომენტარის გაკეთების დროს მივიდნენ და უთხრეს, რომ რუსეთის ჯაშუშია, რამაც კობახიძე გააღიზიანა.
სიტუაცია განემუხტათ,მანდატურებმა სცადეს, თუმცა ხმაური და დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. ოპოზიცია კობახიძესა და მმართველ გუნდს "რუსებს" უწოდებს. ადგილზე მალევე მივიდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც.