15 ნოემბერი 2024,   19:04
ვრცლად
ეს ადამიანი ლაპარაკობს იმას, რომ საზოგადოება დაუპირისპირდეს საკუთარ სახელმწიფოს იარაღით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული - ირაკლი ჩიქოვანი გიორგი ვაშაძეზე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ადამიანებს ქვეყნის სრულ ქაოსში ჩაგდება უნდათ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწორედ ამაზე საუბრობდა.

"ეს ადამიანი ლაპარაკობს იმას, რომ საზოგადოება დაუპირისპირდეს საკუთარ სახელმწიფოს იარაღით. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. კოლექტიური "ნაცმოძრაობა", თავისი ვაშაძეებით, სააკაშვილებით და ხაბეიშვილებით მოწადინებულია იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიძაბოს ვითარება იარაღის გამოყენებით. ზუსტად ამაზე საუბრობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ ადამიანებს უნდათ ჩვენი ქვეყნის სრულ ქაოსში ჩაგდება და ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია. ისინი ცდილობენ, საკუთარი რევანშისტული, რევოლუციური გეგმები ძალადობრივად განახორციელონ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები